კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჩნაძეანში ივანიშვილის ვიზიტის დროს ჟურნალისტს მანქანა დაუზიანეს

24 ივლისი, 2012
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ვაჩნაძეანში „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს „პალიტრა მედიას“ ჟურნალისტს რომან ქევხიშვილს მანქანა დაუზიანეს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მანქანას დაზიანებები ივანიშვილის დაცვის წევრებმა მიაყენეს. 

„როდესაც ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა და უკვე მანქანისკენ მოვდიოდი, გავიგონე, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ივანიშვილს რეპლიკა ესროლა, „ქართული ოცნება“ რუსეთში შეტენვა არ არისო და ამის გადასაღებად გავჩერდი. როცა მანქანასთან მივედი, მანქანას, მარცხენა მხარეს, წინ და უკან ძალიან  დიდი დაზიანებები ჰქონდა. არ ვიცი წიხლი ჩააარტყეს თუ რა გააკეთეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაცვამ ან მისმა მხარდამჭერებმა გააკეთეს. არადა, ჩემი მანქანა ისე იდგა, რომ მის ესკორტს გზაზე გავლაში ხელს არ შეუშლიდა“, – განუცხადა რომან ქევხიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, რომ არ მიესწრო, ივანიშვილის დაცვის წევრები და „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ბიჭები მის მანქანას დააზიანებდნენ. „ივანიშვილის ესკორტი 10–მდე მანქანისგან შედგებოდა. სოფელში სამუშაოები რომ მიმდინარეობს, გზა დავიწროვებულია. ესკორტის მანქანები რომ გაჩერდნენ და ივანიშვილი გზას ფეხით რომ გაუყვა, ჩვენც გავჩერდით. გადმოვედი, მანქანა დავკეტე და გადაღება დავიწყე. მერე აღმოჩნდა, რომ ესკორტმა ზემოთ ამოინაცვლა, ჩვენ ვმუშაობდით. როცა სოფლიდან წასვლა დააპირეს, მალევე დავამთავრე მუშაობა, რომ მანქანა მომერიდებინა. რომ მივედი, უკვე აბურთავებდნენ. როცა ვუთხარი, რომ მანქანისთვის თავი დაენებებინათ, ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამბობდნენ, რომ შეგნებულად გავაჩერე ასე, რომ მოძრაობა შემეფერხებინა და უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ“, – ამბობს მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები