კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულ ოცნებას“ ლაგოდეხში კუდ–ის თანამშრომელი ზურა გრძელიშვილი უთვალთვალებდა

24 ივლისი, 2012
ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ისინი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ. 

კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა მათ ჰკითხა ვინ იყვნენ, რაზედაც უპასუხეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. ამის შემდეგ ხიდაშელმა მათ კოალიციის წევრობის დამადასტურებელი მანდატის ჩვენება მოსთხოვა, რაც ვერ წარმოადგინეს. ხიდაშელმა მათ მართვის მოწმობის ჩვენებაც მოსთხოვა, რაზედაც ასევე უარი თქვეს და გიგლა ჭონაშვილად და გიორგი ზაალიშვილად გაეცნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, პირი, რომელიც თინა ხიდაშელს გიორგი ზაალიშვილად გაეცნო, კუდ–ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ზურა გრძელიშვილია.

თინა ხიდაშელის შეფასებით, კუდ–ის თანამშრომლები ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დევნით არიან დაკავებულები.

ვიდეომასალა სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელა.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები