კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 მილიონ 500 ათასი ლარი სტუდენტების ერთთვიანი დასაქმებისთვის

26 ივლისი, 2012
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„მეტი სარგებელი ხალხს“, - ასეთია სამთავრობო გუნდის ახალი სლოგანი. ნელ-ნელა იკვეთება ის, თუ რა იგულისხმრება ამ „სარგებელში“. Summer Job - თეთრ კეპებზე  ასეთი წარწერით ახალგაზრდები უკვე აქტიურად გამოჩნდნენ  რუსთავის ქუჩებში. ხელში თაბახის ფურცლებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში შედიან და მოსახლეობის სოციალურ მდგომარებას არკვევენ. ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი კითხვარები  რუსთავის თვითმმართველობამ მისცათ. 

„აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ჩავერთვე სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამაში. დღეში 7 ადამიანის ნახვა მიწევს. მივდივარ და ვეკითხები, როგორ ცხოვრობს, აქვს თუ არა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ. ანაზღაურება თვეში 500 ლარია, მაგრამ საშემოსავლოს გვაკლებენ და 400 ლარს ვიღებთ. მსგავსი დროებითი სამუშაო მაწყობს. ეს პროგრამა 20 აგვისტოს მთავრდება“ - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას რუსთაველი სტუდენტი, სალომე ჯანყარაშვილი. 

სალომე გვიხსნის, რომ პროგრამაში რუსთავის თვითმმართველობამ ჩართო და დავალებაც მისგან მიიღო: „როგორც გითხარით, დღეში 7 მოქალაქის ნახვა მიწევს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ვერ ვნახე, რუსთავის მერიაში ვბრუნდები, რათა სხვა მოქალის მონაცემები მომცენ და უკვე მის სანახავად და კითხვარების შესასვსებად მივდივარ“.

რუსთავის მერიაში Summer Job-ზე ჩვენთან საუბარი არ ისურვეს, მაგრამ სტუდენტების ერთთვიანი დასაქმების პროგრამაზე ინფორმაციას თვითმმართველობის ოფიცალურ საიტზე ვხედავთ. 

„პროგრამა Summer Job-ის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი,  სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქების თვითმმართველობებში  ზაფხულის არდადაგების პერიოდში 1800–ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს, რომელთა სახელფასო ანაზღაურება 500 ლარითაა განსაზღვრული“, - ვკითხულობთ რუსთავის  თვითმმართველობის საიტზე. 

ერთთვიან დასაქმებას „მეტი სარგებელის“ გარდა საარჩევნო გათვლაც აქვს. აღნიშნული დასაქმების პროგრამა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მთავრდება. ხოლო ის, რომ ასეთი რამ საქართველოში  შემთხვევით არ ხდება  ქვეყნის ბიუჯეტის შესწავლით  დაკავებულმა ორგანიზაციებმა კარგად იცინ. 

„ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია − ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული. ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი“, - ვკითხულობთ,  „საერთაშორისო გამარჭვირვალობა-საქართველოს“ 20 ივლისს გამოაქვეყნებულ ანაგრიშში. 

ამავე დოკუმენტში წინასაარჩევნოდ დაწყებული პროგრამების ჩამონათვალში მოხვდა Summer Job-იც. ვიგებთ, რომ ამ ინიციატივის მეშვეობით  2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე 25 000 სტუდენტის ერთი თვით დასაქმება  იგეგმება. მათ ანაზღაურება 500 ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.  

შესაბამისად, ვიგებთ, რომ სტუდენტთა ერთჯერადი დასაქმების პროგრამა  ქვეყნის ბიუჯეტს  12 მილიონ 500 ათასი ლარი დაუჯდება. 

ახალი ამბები