შალვა რამიშვილი თელავის გამგეობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააგდეს
27.07.2012
23 ივლისს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თელავის გამგეობის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააგდეს.
„გადი აქედან. ხალხი არის შეწუხებული, 1 კვირაა არ ძინებია და დგეხარ და ინტრიგნობ, რას იღებ აბა. შენა ხარ უსაქმური და უსაქმურობაში ფულს იღებ“, – განუცხადა შაქრო ტერტერაშვილმა, გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შალვა რამიშვილს.
შალვა რამიშვილი თელავში გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე“ ჩასაწერად იმყოფებოდა. გადაცემა კახეთში მომხდარ სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის, ასევე, ხელისუფლების მუშაობას ეხებოდა. რამიშვილი გამგეობის შენობიდან, სადაც გუბერნატორის ადმინიასტრაციაც არის განთავსებული, მაშინ გააძევეს, როცა ის თელავის გამგეობის აპარატის უფროსს მედეა კეკელიას ესაუბრებოდა.
გამგეობის შენობიდან ჟურნალისტის გაგდებაში მონაწილეობდნენ: გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შაქრო ტერტერაშვილი, ამავე სამსახურის სპეციალისტები გიორგი ქოქიაშვილი და გიორგი გიგაური, ასევე რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ლაშა ჩივიაშვილი, რომელიც კახეთის საოლქო პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის ძმაა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

