კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იზოლატორებში „ქართული ოცნების“ წევრები შიმშილობენ

27 ივლისი, 2012
საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კახაბერ გოგიაშვილი, რომელიც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოა დაკავებული, მეთერთმეტე დღეა, შიმშილობს. პროტესტის ნიშნად უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ცოტნე შენგელია, რომელიც თელავის იზოლატორშია მოთავსებული. 27 ივლისს, დილიდან, თელავის იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა ვლადიმერ ჯანეზაშვილმაც. 

„ვლადიმერ ჯანეზაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. თელავის იზოლატორში ჯანეზაშვილი და შენგელია ნორმალურ პირობებში არიან. გოგიაშვილი კი, რომელიც საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია, მძიმე პირობებში იმყოფებოდა. იზოლატორის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გაბაშვილი აწამებდა თანამშრომლებთან ერთად - არ აძლევდა ძილის საშუალებას, მხოლოდ ჯდომის უფლება ჰქონდა, არც დგომის და არც წოლის საშუალებას არ აძლევდნენ. ტუალეტში საათობით არ უშვებდნენ, საჭმელს არ აძლევდნენ. აიძულებდნენ, ეგინებინა ივანიშვილი, კალაძე და ზვიადაური. გოგიაშვილმა პროკურატურას მიმართა. დღეს მთავარ პროკურორს განმეორებითი საჩივრით მივმართავთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა თედო კობახიძემ.

კახაბერ გოგიაშვილი, ცოტნე შენგელია და ვლადიმერ ჯანეზაშვილი 11 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და  მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მათ 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს პატიმრობის ვადა ხვალ უმთავრდებათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახა გოგიაშვილი იზოლატორს 19:45 საათზე დატოვებს, ცოტნე შენგელია 20:00 საათზე, ვლადიმერ ჯანეზაშვილი კი 21:00 საათზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები