კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა „ქართული ოცნების“ წევრს შეურაცხყოფა მიაყენა

24 ივლისი, 2012
„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თელავში იყრის, „ქართული ოცნების“ წევრს ზურა ყურაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „შენ რა გაგიკეთებია, იყალთოში გიცნობს ვინმე საერთოდ? კაცი მაინც იყო, კაცი, წადი იკითხე, შენს სოფელში იკითხე შენი სახელი, არაკაცო შენ“, – მიმართა ბოტკოველმა ყურაშვილს.

ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მოხდა. სტიქიით დაზარალებულ სოფელში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ჩასული კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად. კოალიციის წარმომადგენლებს უკან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი დაყვებოდნენ.

„შენ რა უნდა გააკეთო ამ ქვეყნისთვის, შენ რა გაგიკეთებია? რა გაგიკეთებია შენ საერთოდ? ჰა, ეხლა გაგახსენდა იყალთო, კურდღელაური და თელავი? აქამდე არ იყავი თელაველი“, – უყვიროდა ბოტკოველი ყურაშვილს, რომელიც იქაურობას გაერიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გიორგი ბოტკოველს დაუკავშირდა. „მაგის კაცობა სოფელში არავის გაუგია. წლების განმავლობაში „გლობალ TV“–ის რეგიონული მენეჯერი იყო, კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ სოფელში ერთ გაჭირვებულს არ დახმარებია. ეგ ყოველთვის კარგად იყო. ახლა მოინდომა ქულების ჩაწერა“, – განუცხადა ბოტკოველმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს (ტელეკომპანია „მაესტროს“ ვიდეომასალა).


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები