კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ დაპატიმრებული წევრის მამა ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

30 ივლისი, 2012
„ქართული ოცნების“ წევრის, პატიმრობაში მყოფი ილია სულიაშვილის მამა 64 წლის თამაზ სულიაშვილი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა აცნობეს სოფელ ჩალაუბნიდან. 

„არ ავადმყოფობდა, ჯანმრთელი კაცი იყო. რაც მისი შვილი დააპატიმრეს, ძალიან განიცდიდა. სკამზე იჯდა და უცებ გადავარდა. ვერაფერი ვერ უშველეს“, – აღნიშნეს მეზობლებმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1–ელ ივლისს დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. ილია სულიაშვილს პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს. მათი თქმით, სულიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ. თავად სულიაშვილი კი აცხადებს, რომ თავს სამი უცნობი პირი დაესხა და „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო ცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი და ლალი ფრიდონაშვილები კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. ჩალაუბნიდან არის კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. ამ სოფელში ცხოვრობენ მისი მშობლები.

სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ილის სულიაშვილი სოფელში „ნაციონალურ მოძრაობას“ და პრეზიდენტს აგინებდა. პატიმრობის ვადა ილია სულიაშვილს ერთ კვირაში უმთავრდება.


ახალი ამბები