ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატების დახმარებით ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს სასამართლომ წლები დაუკლო
30.07.2012
2012 წლის 25 მაისს მიღებული საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილით მსჯავრდებული პირებს საშუალებას აძლევს, შუამდგომლობით მიმართონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მოცემული კანონი ამსუბუქებს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედოთ.
კერძოდ, ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონის („ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 5 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #33, 23.12.2001, მუხ. 162), და „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის #2557-რს დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #82, 6.08.2003, მუხ. 727) მიხედვით, მსჯავრდებულის საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მიეკუთვნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას („უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ შენიშვნები 2 „ა“ პუნქტი); ხოლო ახალი კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შენიშვნების პირველი მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად.
სამწუხაროდ, კანონის ამ ცვლილებისა და გასაჩივრების საშუალების შესახებ დღეს ბევრი მსჯავრდებულისთვის არაფერია ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველია და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I და II ნაწილების თანახმად, კანონს აქვს უკუძალა, ხოლო სასჯელი, რომელსაც მსჯავრდებული იხდის ამ კონკრეტული დანაშაულისთვის უნდა შემცირდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატების დახმარებით, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულ რამდენიმე პირს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავისუფლების აღკვეთის წლები დაუკლო. ადამიანის უფლებათა ცენტრი ურჩევს მსგავსი კატეგორიის პატიმრებს, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული უფლებით და მიიღონ შეღავათი.
Humanrights.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

