კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მთავრობამ კიდევ ორი ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა

31 ივლისი, 2012
სივილ ჯორჯია

საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში კიდევ ორი ლობისტური ფირმა, Prime Policy Group-ი და Gephardt Government Affairs-ი, დაიქირავა, რომლებიც კონგრესთან და აშშ–ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებს და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ. 

Prime Policy Group-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ამ ფირმასთან ივნისში 150 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.    

Prime Policy Group–ს ჩარლზ ბლექი ხელმძღვანელობს, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო. New York Times-ი ბლექს ახასიათებს როგორც „სუპერ ლობისტს“, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის მიტ რომნის ერთ–ერთი „არაფორმალური მრჩეველია.“

კონტრაქტის თანახმად, Prime Policy Group–ი უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებს და კონსულტაციებს, დახმარებას ნატოსთან დაკავშირებულ და წინასაარჩევნო საკითხებზე, ასევე კონგრესთან და აშშ–ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს და ადვოკატირებას „თავისუფალი ვაჭრობის და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის“ კუთხით.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობს დიალოგი შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

ივნისის ბოლოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ხელი მოაწერა ასევე ექვსთვიან კონტრაქტს Gephardt Government Affairs–თან, რომელიც საქართველოს მთავრობას ერთხელ უკვე ყავდა დაქირავებული ერთი წლით 2010-ში.

ეს ლობისტური ფირმა, რომელსაც ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი რიჩარდ გეფჰართი ხელმძღვანელობს, 180 000 აშშ დოლარს მიიღებს.    

შეთანხმების თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს „სტრატეგიული რჩევები, ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა; ასევე აშშ-ის კონგრესთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და ადვოკატირება თავისუფალი ვაჭრობის და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის მიზნით; დახმარება წინასაარჩევნო საკითხებზე და ორი მხარის მიერ განსაზღვრული სხვა მხარდაჭერა“.

ამ ორი ახალი კონტრაქტის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურეობისთვის წელს გაწეული ხარჯები სულ ცოტა 1.56 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გარდა ამ ორი ახალი კონტრაქტისა, წელს საქართველომ ვაშინგტონში სხვა ლობისტური ფირმების, მათ შორის Podesta Group–ის, Orion Strategies–ს და კონსულტანტ გრეგორი მანიატისის მომსახურეობაც მიიღო, რომლის საერთო ღირებულებამ 1.23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 600 000 აშშ დოლარის ღირებულების 11–თვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული Podesta Group–თან და 360 000 აშშ დოლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი კონსულტანტ გრეგორი მანიატისთან; ეროვნული უშიშროების საბჭოს წელს 270 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტაქტი ჰქონდა გაფორმებული თავის დიდი ხნის კონტრაქტორთან, Orion Strategies–სთან. 

ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურეობით ასევე სარგებლობს მილიარდერი ოპოზიციური პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გასული წლის ბოლოს BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა და  რომელიც ევროპაშიც საქმიანობს. წლის დასაწყისში ივანიშვილმა ასევე დაიქირავა გავლენიანი ლობისტური და იურიდიული კომპანია Patton Boggs-ი. ასევე 2012 წელს ივანიშვილმა საკონსულტაციო კომპანია National Strategies-ი დაიქირავა, რომელმაც თავის მხრივ ივანიშვილისთვის ლობისტური ფირმა Parry, Romani, Deconcini & Symms იქირავა.

ახალი ამბები