00:33, Tuesday, 25.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საბანკო შეცდომა, ბოროტი ხუმრობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

31.07.2012

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს „საქართველოს ბანკში“ მილიონიანი ვალები აქვთ

ნინო მშვიდობაძე, გურია

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეები მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა შორის არიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე, კოალიციის პასუხისმგებელი პირები: ელგუჯა ჩხაიძე, რომან ბიწაძე და ასევე ოფისის თანამშრომლები.

Humanrights.ge ამ საკითხთან დაკავშრებით რესპუბლიკური პარტიის ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელსა და კოალიციის ერთ–ერთ პასუხისმგებელ პირს, რომან ბიწაძეს დაუკავშირდა. რომან ბიწაძეს ანგარიში „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი. 

„სესხის საპროცენტო მქონდა გადასახდელი და სატელეფონო შეტყობინება როცა მივიღე, ბუნებრივია, თანხის დასაფარავად მივედი. ამ დროს კი აღმოვაჩინე, რომ მილიონი ლარი მაქვს ვალი. პლასტიკური ბარათის შემოწმების დროს ვნახე, რომ მერიცხება 999 954 ლარი დავალიანება. მანამდე ანგარიშზე მქონდა 40 ლარი და ის გამოუკლიათ. მერე მომაწოდეს ოფიციალური ინფორმაცია, რომ თქვენს ანგარიშზე ყადაღა არ ფიქსირდებაო, მაგრამ წერია - დღეის მდგომარეობითო (საუბარია, 27 ივლისზე). გვეუბნებიან, რომ ოპერატორების შეცდომააო. რა შეცდომაა ასეთი, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერ გასწორდა?! ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რატომ მაინცადამაინც ჩვენთან - „ქართული ოცნების“ წევრებთან დაუშვეს შეცდომა?“ – კითხულობს რომან ბიწაძე.

დავალიანების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ვეტერანმა შოთა ფირცხალაიშვილმა ბანკში ფულის აღების დროს გაიგო. ის „კარდაკარის“ მონაწილე იყო და კუთვნილი ხელფასის აღება უნდოდა, როცა დავალიანება დახვდა. ამის გამო იგი შეუძლოდ გახდა და მის დასახმატებლად სასწრაფოს გამოუძახეს. მკურნალი ექიმის ცნობით, შოთა ფირცხალაიშვილს ნერვული სტრესის ფონზე განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა, მარცხენა ხელ–ფეხში ძალის დაქვეითება, რაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით იყო გამოწვეული. ყოველივე ამას კი, როგორც ექიმი ამბობს, შესაძლოა, მოჰყოლოდა ინსულტი. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ეს საფრთხე გამოირიცხა. 

„ისე ცუდად გავხდი, სასწრაფოს გამოუძახეს, კინაღამ ინსულტი დამემართა. ჩემი პლასტიკური ბარათის შემოწმების დროს. „კარდაკარში“ ვმონაწილეობდი და მინდოდა, ხელფასი ამეღო. ამ დროს გავიგე, რომ მერიცხება დავალიანება. მეუბნებიან, რომ ტექნიკური პრობლემაა და პროგრამისტები უახლოეს მომავალში გაასწორებენ, მანამდე თუ ცოცხალი დავრჩი. ისე, მე განსაკუთრებული ვარ - მილიარდის დავალიანება მაქვს. ეტყობა, ბევრს ვიწონი ძალიან. ყველაფერი ეს ჩემს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, – აღნიშნა შოთა ფირცხალაიშვილმა humanrights.ge-სთან სასუბრისას.

დავალიანება ერიცხება ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტ ქალბატონს, ლილი ებრალიძესაც. „მე არ ვარ „კარდაკარის“ მონაწილე. უბრალოდ, მსურდა, ანგარიში გამეხსნა „საქართველოს ბანკშიაც“. ასეც მოვიქეცი, მართალია, არ ვსარგებლობ ბარათით, მაგრამ იმ იმედით, რომ ოდესმე ჩამერიცხება ხელფასი, გავაკეთე პლასტიკური ბარათი. ახლა კი ვარკვევ, რომ თურმე ვალი მაქვს, მილიარდს ერთი ლარიღა აკლია. მართალია, მივიღე ოფიციალური შეტყობინება ბანკიდან, რომ ყადაღა არ ფიქსირდება, მაგრამ მინუსებში მაინც ვარ. მეუბნებიან, რომ შეცდომაა, არადა, ჯერ არ გასწორებულა.

შოთა ფირცხალაიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის ფილიალის წინ ორშაბათს, 30 ივლისს მჯდომარე აქცია გამართა ერთადერთი მოთხოვნით: დროულად გამოასწორონ შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად გაუარესებული ჯანმრთელობისა, ის მზადაა შიმშილობა დაიწყოს. „ექიმები მეუბნებიან, რომ შიმშილობა დამღუპველია ჩემი ორგანიზმისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ბანკში მილიარდი ლარის ვალი მაქვს, ვერ გადავიხდი, ფაქტია, ასე რომ, მაინც ვიშიმშილებ და ბარემ, აქ მოვაწყობ აქციას“, – ამბობს ფირცხალაიშვილი.

სხვათა შორის, მან ბანკში 99 თეთრი შეიტანა, რის შემდეგადაც დავალიანებას სწორედ 99 თეთრი ჩამოეჭრა: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შეცდომასთან არ გვაქვს საქმე. შეცდომა თუა, რატომ გააკეთეს საბანკო ოპერაცია? აი, ახლა 99 თეთრით ნაკლები მაქვს ვალი“, – ამბობს რესპონდენტი, რომლის თქმით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ოფისის სხვა წევრები „საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის სერვის–ცენტრის ოფისთან მჯდომარე აქციას 31 ივლისიდან შეუერთდებიან.

„საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის #153 სერვის–ცენტრის მენეჯერი, მიხეილ ბალანჩივაძე კი humanrights.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ოპერატორების შეცდომაა და სათავო ოფისში მალე გამოასწორებენ. თუმცა, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ანგარიშებზე ისევ მილიონი და მილიარდი ლარის დავალიანებები ერიცხებათ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC