კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ შემაშფოთებელ ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან

31 ივლისი, 2012
Humanrights.ge

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტმანეტს მიმართა და ევროსასამართლოს ინდივიდუალურ საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს 2011 წლის 28 ოქტომბრის ცვლილებებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც შეიტანეს ახალი დებულება, რომლის თანახმად, ახლადგამოვლენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. 

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია განსაკუთრებული სტატუსი და სახელმწიფოსათვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში წარმოადგენს მხოლოდ ახლადაღმოჩენილ გარემოებას, უკვე საყურადღებოა. 

„საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს პასუხისმგებლობას და წარმოუდგენლად დიდ ტვირთს აკისრებს კონვენციის დარღვევის მსხვერპლს, რაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, საქმის მხარის მიერ მოგების შემთხვევაში ავტომატურად კი არ ხდება საქმის წარმოების განახლება, არამედ სახელმწიფო საქმის განახლებისათვის საჩივრის მომზადებისა და წარდგენის ვალდებულებას აკისრებს პირს, რომელიც მთავრობის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გახდა კონვენციის დარღვევის მსხვერპლი, ვერ მიაღწია დარღვეული უფლების აღდგენას შიდასახელმწიფოებრივი საშუალებებისათვის მიმართვისა და სრულად ამოწურვის გზით და იძულებული გახდა, მიემართა ევროპული სასამართლოსათვის. ამასთან, მეტად შეზღუდულ ვადებში და განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვით“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

„ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა ამ ორგანოსადმი მნიშვნელოვანია და მათივე პროცედურის თანახმად, სავალდებულოა განსახილველად. რაც უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოამზადებს მსგავს მიმართვას, მით უფრო საყურადღებო და ანგარიშგასაწევი იქნება ეს საკითხი მინისტრთა კომიტეტისათვის. თუ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მიმართვას ან გსურთ სხვა საკითხზე გააგზავნოთ თქვენი წერილი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია ან შემოუერთდეთ ჩვენს მიმართვას“, - აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მიმართვასთან ერთად გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ამ ეტაპზე მიმართვას შეუეთდნენ - ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი და ახალგაზრდა ადვოკატები. 


ახალი ამბები