დეპუტატობის კანდიდატი დაზარალებულებს 3 ათასი ლარის დამატებას დაპირდა
31.07.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი ზემო მლეთაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მთავრობის მიერ თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილ კომპენსაციაზე 3 ათასი ლარის დამატებას დაპირდა.
„რამდენიმე დღის წინ იყო მოსული გამგეობის ხელმძღვანელებთან ერთად. გვითხრა, რომ მთავრობას თითო ოჯახზე 7 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს, 3 ათას ლარს კი მე დავამატებო. ადგილობრივ ბიუჯეტში მოვიძიეთ თანხები და დაგიმატებთო. თანხა გასაცემად უკვე მზად არის, ბანკში ანგარიშები გახსენით და თითო დაზარალებულ ოჯახს 10 ათასი ლარს ჩაგირიცხავთო. ჩვენ ამ ფულის აღებაზე უარს ვამბობთ მანამ, სანამ ნაკვეთს არ გამოგვიყოფენ სოფელ სეთურებში, რომ სახლის მშენებლობის დაწყება შევძლოთ“, – განუცხადეს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო მლეთაში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულებმა.
მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ზურაბ ოტიაშვილს არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა. ოტიაშვილი სახელისუფლებო პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯერ არ წარუდგენია და ის ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
კანონით, ამომრჩევლის მოსყიდვა ან მოსყიდვის მცდელობა აკრძალულია და ისჯება. ამასთან, თუ ამომრჩეველმა აღიქვა, რომ პირი, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის წარდგენილი კანიდადატად, მაგრამ სარგებელს არჩევნებში მხარდაჭერის მიზნით გასცემს, ესეც დასჯადი ქმედებაა და ამის გამო „ქართული ოცნების“ არაერთი წევრია დასჯილი და დაპატიმრებული.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთაში 15 ოჯახი სიცოცხლისთვის მაღალი რისკის ზონაში ცხოვრობს. წვიმების დროს ლომისის მთიდან წამოსული ღვარცოფი მდინარე არაგვს კეტავს და ადიდებული წყალი მოსახლეობას სახლებში უვარდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის დასკვნით, ზემო მლეთაში სტიქიური პროცესების შეჩერება შეუძლებელია. ოჯახები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, პროგნოზირებულ სტიქიას ქვა-ღორღით ამოვსებულ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლებში ელოდებიან.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

