11:13, Wednesday, 01.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უფასო სმა-ჭამა წინასაარჩევნოდ ქდმ–სგან

01.08.2012

 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

31 ივლისს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გურჯაანში, დიდების მემორიალზე კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილ მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პარტიამ მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდორით, პურით და ღვინით უმასპინძლა.

დიდების მემორიალზე მაგიდები დაახლოებით ათას კაცზე იყო გაშლილი, შეკრებილები კი ათასზე მეტნი იყვნენ. ხალხის ნაწილი სუფრასთან ვერ მივიდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი დიდების მემორიალის მუზეუმში შევიდნენ და იქ დალაგებული ღვინო, პური და მარილი გაზიდეს.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ხალხმა სუფრა საკუთარი ფულით გაშალა.

„ადამიანები თავისი საგზლით ჩამოვიდნენ და საერთო სუფრაა. პარტიის ხარჯებით არ მომხდარა. ორგანიზებულია იმიტომ, რომ ამ ადამიანების კოორდინაცია ჩვენ მოვახდინეთ. ზოგი აპირებდა გზაზე ხაჭაპურის წამოღებას, ზოგი ყველის და ბოლოს შევთანხმდით, რომ ყველამ ერთად ხორცი წამოიღo და აქ შევწვით. ამიტომ ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი,“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დიდების მემორიალზე შეკრებილთაგან 20–ზე მეტ ადამიანს გაესაუბრა. არცერთმა მათგანმა ფულის შეგროვების ფაქტი არ დაადასტურა. მათი თქმით, ისინი სუფრასთან პარტიის ლიდერებმა მიიწვიეს და უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ.

„მწვადი თუ იწვებოდა არ ვიცოდი და გამაკვირვა ამათმა გულუხვობამ, ქრისტიან–დემოკრატებმა დაგვპატიჟეს“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა მხარდამჭერმა.

„ზუსტად ვიცი, რომ ხალხს არ შეუქუჩებია ფული. ჩემი და „ქრისტიან დემოკრატებშია“, მაგათ დაპატიჟეს ხალხი“, – აღნიშნა კიდევ ერთმა მხარდამჭერმა.

აღნიშნული ფაქტის შეფასება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საარჩევნო საკითხებში ექსპერტს ნინა ხატისკაცს სთხოვა. „ამომრჩევლისთვის პარტიის მიერ ნებისმიერი მომსახურების გაწევა, მათ შორის კვებით მომსახურება არის ამომრჩევლის მოსყიდვა. მომსახურების მიმღები, ანუ იქ შეკრებილი მოქალაქეები, თუ მათ მიიღეს 100 ლარამდე ღირებულების მომსახურება, შესაძლოა დაისაჯნენ ადმინისტრაციული წესით, მაგრამ მომსახურების გამწევის, ამ შემთხვევაში პარტიის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – აღნიშნა ხატისკაცმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) იურისტის ირინე ურუშაძის განცხადებით, „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ, 31 ივლისს, გურჯაანში, მოსახლეობის სუფრასთან მიპატიჟება და გამასპინძლება ამომრჩევლის მოსყიდვაა.

„პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით აკრძალულია პარტიის მხრიდან ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა, ან საქონლის გადაცემა ამომრჩევლისთვის. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს შესთავაზეს მომსახურება, რაც გამოიხატებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუფრის გაშლით და საკვების გადაცემით. ასეთი ქმედება ჯდება იმ აკრძალვაში, რომელსაც ითვალისწინებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი და ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც საარჩევნო მიზნით პირდაპირ, ან არაპირდაპირ რაიმე ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ან ჯარიმით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორედ ასეთი ტიპის მომსახურება და საქონლის გადაცემა იმიტომ, რომ აქ საარჩევნო მიზანი ცალსახაა, პარტია ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის პირობებში გადასცემს საქონელს, ამ შემთხვევაში საკვებს და შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი შესაძლებელია. კანონი ითვალისწინებს საჩუქრის მიმღები მოსახლეობის ანალოგიურად დასჯასაც, მაგრამ ჯერჯერობით პრაქტიკაში ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საჩუქრის მიმღებს დაკისრებოდა რაიმე სახის სანქცია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინე ურუშაძემ.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC