კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარის ფაქტის გამოძიება მოითხოვა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

1 აგვისტო, 2012
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 30 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.  

სახალხო დამცველი ამ განცხადებით 27 ივლისს მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნოდარ ჩაჩუა მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა“, - აღნიშნულია გიორგი ტუღუშის განცხადებაში.

ნოდარ ჩაჩუას სახალხო დამცველის წარმომადგენლები 27 ივლისს შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. ჩაჩუას ახსნა-განმარტების მიხედვით სახალხო დამცველი განცხადებაში მომხდარ ფაქტს შემდეგნაირად აღწერს:

„2012 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა, ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ „სამსახურის“ წარმომადგენლები და მისთვის პრობლემების შექმნა შეეძლოთ.

აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას“.

სახალხო დამცველის განცხადების პარალელურად, 30 ივლისს საქართველოს პროკურატურამ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე განცხადება გაავრცელა.

წერილში აღნიშნულია, რომ „ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე“ გამოძიება ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2012 წლის 30 ივლისს დაიწყო. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება დაედო . გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით - 151-ე მუხლით ისჯება მუქარა „სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების შესახებ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ამ მუხლის დარღვევა ისჯება „ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთ

Media.ge

ახალი ამბები