კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტროს“ სოლიდარობის აქცია ბრიუსელში

1 აგვისტო, 2012
15 ივლისს ევროკავშირის ინსტიტუტების წინ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობდნენ ბელგიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სატელევიზიო თეფშები და ტრანსპარანტები: „შევაჩეროთ მედიის მჭამელი!“ „მიშა, ნუ ატყუებ ხალხს“, „მიშა, ხალხს ქვებით ნუ ელაპარაკები!“ „ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს პრეზიდენტს“ და ა. შ. 

აქციას მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც შეუეთდნენ, რომლებმაც იმავე დღეს გორში დაგეგმილ აქციასაც გამოუცხადეს სოლიდარობა.

Humanrights.ge 

ახალი ამბები