კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს

1 აგვისტო, 2012
2012 წლის 27 ივლისს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა გაავრცელა განცხადება ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმიანება ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა.
ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც „სამსახურის“ წარმომადგენლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა მოახერხა უცნობი პირების რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი  ნიშნის მითითება. კერძოდ, ცნობილია ტელეფონის ნომერი, საიდანაც მას ურეკავდნენ და იმ ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ.
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საჭიროა, მოხდეს ფაქტზე დროული და მყისიერი რეაგირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს  მედიის წარმომადგენლების  პირადი უსაფრთხოება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის პირველი შემთხვევა. საია კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყონ იმ პირების დასჯა, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოძიების შედეგად გამოიკვეთება”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალი ამბები