კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კურსებს მგლები შეესია

2 აგვისტო, 2012
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ელისო ჩაფიძე სოფელ კურსების მაცხოვრებლებს შეხვდა. სხვა პრობლემებთან ერთად გლეხებმა დეპუტატობის კანდიდატს მტაცებელი ცხოველების შემოსევის შესახებ შესჩივლეს. 

„მგლები ისე ახლოს არიან სოფელთან, ლამის ეზოებში დაიწყონ სიარული. ათამდე პირუტყვი სოფლის საძოვრებზე  მგლებმა უკვე შეჭამეს“, - აცხადებენ გლეხები, რომლებსაც თავიანთი საქონლის განადგურების ეშინიათ და პირუტყვს საძოვარზე ვეღარ უშვებენ. 

კურსებელების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მთავრობას, რაც უშედეგო აღმოჩნდა. 

სოფელ კურსების რწმუნებული ირაკლი აფრიდონიძისთვის ცნობილია, რომ მგლებმა სოფელში პირუტყვი შეჭამეს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მტაცებელმა ცხოველებმა რამდენი ოჯახი დააზარალეს და რამდენი საქონელი შეჭამეს, არ იცის: „ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი ძალებით შეუძლებელია. მოსახლეობას ჩვენთვის წერილობით არ მოუმართავს. ხალხმა თავის საქონელს თავად უნდა უპატრონონ. მე მათ იარაღს ვერ დავურიგებ“.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელისო ჩაფიძე გლეხებს დახმარებას დაჰპირდა: „ამ საკითხით მე პირადად მივმართე „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფს, რომელიც ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობს. ამის შემდეგ ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას პრობლემის მოგვარების გზებს. რა თქმა უნდა, გარეულ ცხოველთა უფლებებსაც გავითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენთვის მოსახლეობის უსაფრთხოება უმთავრესია“.

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კეპულაძე ამბობს, რომ „კანონის მიხედვით, როცა გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ან მათ კუთვნილ ქონებას, მისი მოკვლა ნებადართულია“.

მარი ტაბიძე, იმერეთი

ახალი ამბები