კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეთქილ შუკვანი: „ოლიმპიადიდან დაბრუნება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ნასვამმა გია უდესიანმა ჩემთან შეხვედრა გადაწყვიტა“

2 აგვისტო, 2012
ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა , რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.
როგორც შუკვანმა 1 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი, არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს და ვარ ქართველ ერთან ერთად მეთქი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

„ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავი“, - გაანცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, მაგრამ მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის დატოვება და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამმა უდესიანმა მასთან შეხვედრა მოინდომა.

„მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი“, - განაცხადა შუკვანმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები