დამოუკიდებელი ექსპერტები ქუთაისში
03.08.2012
„ჩვენ - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ რიგითმა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, - ასეთი პათოსით შეხვდნენ 1 აგვისტოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები ქუთაისის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე წინასაარჩვენო პერიოდში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე (მედიაზე ზეწოლა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ხალხის, მოსახლეობის დაშინება და ა.შ) გამახვილდა ყურადღება. დასახელდა არაერთი ფაქტი.
„დავიწყოთ აქტიურობა ლოზუნგით - „დავეხმაროთ პრეზიდენტს“. გახსოვთ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირება, გასულ არჩევნებში: ,,მე ვიქნები საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების გარანტი“. მან ამ დაპირების მეორე ნაწილი პირნათლად შეასრულა. პირველი ნაწილის შესასრულებლად კი დახმარება ჭირდება. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვადარდებს მისი პრესტიჟის დაცემის ამბავი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მზად ვართ, დავეხმაროთ მას“, - განაცხადა შეხვედრაზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელმაც ეს განცხადება შემდეგნაირად ახსნა: „მათ ცინიზმს მხოლოდ ირონია შეიძლება დაუპირისპირო“.
შეხვედრაზე, ითქვა, რომ ქვეყანა აბსურდულ ვითარებაშია, საიდანაც გამოსვლა, რეალურად, მხოლოდ მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

