კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფშავში ხევისბერებს სთხოვეს, ხალხი ხატზე დააფიცონ, რომ ხმას „ნაციონალებს“ მისცემენ

6 აგვისტო, 2012

ფშავში ხევისბერებს სთხოვეს, მოსახლეობა ხატზე დააფიცონ, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. ამის შესახებ მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა ხევისბერმა პირად საუბარში განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მას სახლში მიაკითხეს. „2008 წლის შემდეგ არავის მოუკითხებია. ახლა ხატობებია, ფშავში ბევრი ხალხია ამოსული. მათ შორის იყვნენ ისინიც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვართო. სახლში მოვიდნენ და მკითხეს, რა პრობლემებია სოფელში და რას ვითხოვდით ხელისუფლებიდან. გამიკვირდა, ვინმემ რაღაც რომ იკითხა იმიტომ, რომ აქ ძალიან ცოტა ხალხიღა ცხოვრობს. პრობლემების მეტი რა არის-მეთქი. დაპირებით არაფერი უთქვამთ. მთხოვეს, რომ მოხსენების დროს ხალხს ვურჩიო, ავუხსნა და მერე ხატზე დავაფიცო, რომ ხმა ნაციონალებს მისცენ. მე ამას ვერ ვიზამ, არასწორია“, – აღნიშნა ხევისბერმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იგივე თხოვნით, სხვა ხევისბერებთანაც მივიდნენ.
 
შეგახსენებთ, რომ უკანა ფშავის 23 სოფლიდან 15 დაცლილია. შუაფხოს გარდა, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ვაკისოფელია და იქაც მხოლოდ ხუთი ოჯახიღა ცხოვრობს. ხატობაზე ფშავში ძალიან ბევრი ხალხი ადის.
 
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემის პირობით ხატზე დაფიცების ფაქტი აქამდე სვანეთში დაფიქსირდა, ცოტა ხნის წინ კი, დმანისში მცხოვრებ მუსლიმებს ყურანზე დაფიცება მოსთხოვეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები