„ინფო 9“-ის ჟურნალისტს „ნაციონალების“ აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა
06.08.2012
2 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ხულოს კორესპონდენტს, სულხან მესხიძეს „ნაციონალების“ აქტივისტმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მესხიძე აცხადებს, აღნიშნული აქტივისტის ვინაობა მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან დააზუსტა და ის მამული მგელაძე აღმოჩნდა. მგელაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ანზორ ბოლქვაძის კუთვნილ სასტუმროში მუშაობს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს „მე მიყვარს საქართველოს“ წარწერიან მაისურში გამოწყობილი მგელაძე, ჟურნალისტის შეურაცხყოფამდე, ოპოზიციის შეკრების ჩაშლას ცდილობდა.
„შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მაშინ მოხდა, როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრას ვაშუქებდი. იქ მოვიდა წითელ მაისურებში ჩაცმული ათამდე ახალგაზრდა. ისინი ყვიროდნენ - „მე მიყვარს საქართველო!“ ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. მივედი ერთ-ერთთან, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და კითხვების დასმა დავიწყე. მან მიკროფონს რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, – აღნიშნა მესხიძემ.
სულხან მესხიძის მტკიცებით, ინციდენტისას ხულოს გამგეობის შენობასთან პატრულის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
მაკა მალაყმაძე, აჭარა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

