ოპოზიცია დასაქმების პროგრამას აპროტესტებს
07.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია სტუდენტური დასაქმების ფარგლებში განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობებს აპროტესტებს. პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელის, გიორგი წულაიას განცხადებით, კორპუსების აღწერა, მოსახლეობასთან სხვადასხვა პრობლემებზე საუბარი მერიის საბინაო სამსახურის კომპეტენციაა და მასთან ახალგაზრდა, გამოუცდელ ბავშვებს არაფერი ესაქმება: „არსებობს, პროგრამა „კორპუსი“, რისთვისაც, სხვათაშორის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო და რომელსაც სწორედ აღნიშნული საქმეების განხორციელება ევალება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ე. წ. სტუდენტური დასაქმება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს საქმეები სწორედ ხალხის გულის მოსაგებად ხორციელდება. სინამდვილეში, ეს ბინები აღწერილია და ამაში ფული ერთხელ უკვე დაიხარჯა. ახლა გამოდის, რომ იმავე საქმისთვის ხელახლა უნდა დაიხარჯოს თანხები“.
სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ათასობით ახალგაზრდაა ჩართული, ქუთაისის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ითვალისწინებს. მათ შორის, მშენებარე პარლამენტის შიდა პერიმეტრის, ასევე, ქალაქის ფასადური ნაწილის კეთილმოწყობას, საცხოვრებელი კორპუსების აღწერას და ა. შ.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ სტუდენტები იმ კორპუსებს აღწერენ, რომლებიც ჯერ აღწერილი არ არის. ასევე, ახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას, თუ რა სჭირდებათ მათ: საკომუნიკაციო სისტემის მოწესრიგება, ეზოების კეთილმოწყობა და ა. შ. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია შეგროვდება, ერთიანი ბაზა შეიქმნება და აღნიშნული პრობლემებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრება“.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ სტუდენტები იმ კორპუსებს აღწერენ, რომლებიც ჯერ აღწერილი არ არის. ასევე, ახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას, თუ რა სჭირდებათ მათ: საკომუნიკაციო სისტემის მოწესრიგება, ეზოების კეთილმოწყობა და ა. შ. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია შეგროვდება, ერთიანი ბაზა შეიქმნება და აღნიშნული პრობლემებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრება“.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

