კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ბაქრაძემ ბაღდათელებს ისევ თემურ კოხოძე წარუდგინა

7 აგვისტო, 2012

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 6 აგვისტოს ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში, ახალგახსნილი  ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. საწარმო რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, სადაც ექვსი ადამიანია დასაქმებული.  

პარლამენტის თავჯდომარემ ამავე საწარმოში „ნაციონალური მოძრაობის“ ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ კოხოძე წარადგინა. თემურ კოხოძე „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელია და  ბოლო მოწვევის პარლამენტშიც ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატია.

„ჩვენი კანდიდატი ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეეცდება ყველა მცირე მეწარმეს დაეხმაროს ბიზნესის განვითარებაში“, - აღნიშნა საწარმოში შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ.

„მთავარი მიზანი ხალხის დასაქმება და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა რეგიონებში. ორ-სამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში უმუშევრთა რიცხვი განახევრდება. სწორედ ამიტომ შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, რომელიც იქნება ხიდი მეწარმეებსა და ხალხს შორის“, - განაცხადა თემურ კოხოძემ.

მარი ტაბიძე, ბაღდათი

ახალი ამბები