„ქართული ოცნების“ წევრს თაღლითობის ბრალდებით დაუსწრებლად ასამართლებენ
07.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წევრის, მელიქ რაისიანის პროცესი მიმდინარეობს. მელიქ რაისინის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული.
პროცესს ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქმე ეხება 2006 წელს, ახალქალაქში მომხდარ ფაქტს. სუბარის განმარტებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი მალვინა მატარიძის განცხადებით, რაისიანმა მის 38 000 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი მისი ფირმის მფარველობას დაჰპირდა.
სუბარი მიიჩნევს, რომ რაისიანი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მისი განცხადებით, მალვინა მატარიძემ რაისიანის წინააღმდეგ სარჩელი 2012 წლის 25 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც რაისიანმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.
სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ რაისიანს, რომელიც ამჟამად ძებნაშია, სასამართლო დაუსწრებლად მიუსჯის თავისუფლების აღმკვეთ ღონისძიებას, რადგან მან ვერ შეძლოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ პროცესი სექტემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა საქმე დაჩქარებული წესით აგვისტოში განიხილება.
ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

