კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყაზბეგში „ქართული ოცნების“ პლაკატებს 5 – იანი გადააწერეს

8 აგვისტო, 2012

ყაზბეგში კოალიცია „ქართული ოცნების“ საინფორმაციო პლაკატებს წითელი საღებავით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ციფრი 5 გადააწერეს.

როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბის წარმომადგენელმა ნონა სუჯაშვილმა განუცხადა, მათ პლაკატებს 5–იანი ყაზბეგის გამგეობის დაცვის სამსახურის უფროსმა გია ხუციშვილმა გადააწერა.
 
„საინფორმაციო პლაკატები, რომლითაც მოსახლეობას „ქართული ოცნების“ აქციაზე მცხეთაში ვეპატიჟებოდით, ძალიან დიდი რაოდენობით, მთელი რაიონის მასშტაბით, დარიალიდან კობამდე, ყველა ელექტრობოძზე გავაკარით. გამგეობის დაცვის უფროსმა გია ხუციშვილმა კი დაიარა და თითქმის ყველა პლაკატზე წითლად 5–იანი გადააწერა. არც მალავს, რომ ეს მან გააკეთა, ჩვენს აქტივისტებს უთხრა, რომ თვითონ გადააწერა ჩვენს პლაკატებს ხუთიანი,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ნონა სუჯაშვილმა.
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად გია ხუციშვილს ვერ დაუკავშირდა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები