კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია - მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები

13 აგვისტო, 2012

13 აგვისტოს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოაწყო პრესკონფერენციას თემაზე - „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 18 ივნისი - 29 ივლისის შედეგები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, შეისწავლოს მედიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური და პოლიტიკური რეკლამების გაშუქების ტენდენციები, გამოავლინოს ფარული პოლიტიკური რეკლამები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 18 ივნისი - 29 ივლისის საანგარიშო პერიოდის შედეგები.

ანგარიში სრული სახით

ახალი ამბები