კახი კალაძე ტყიბულში ელისო ჩაფიძის მხარდასაჭერად ჩავიდა
14.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახი კალაძე ტყიბულში, სოფელ ორპირში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ელისო ჩაფიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ორპირელებთან შეხვედრის შემდეგ, კახი კალაძემ სოფლის ახალგაზრდებთან ფეხბურთი ითამაშა და ბურთზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა.
„წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყველასთან მოვლენ და ბევრ რამეს დაგპირდებიან. მათ შორის, შეიძლება, ფულიც დაგირიგონ. თქვენ მომთხოვნები უნდა იყოთ ამ ხელისუფლების მიმართ და 1 ოქტომბრის მერე, ახალი ხელისუფლების მიმართაც. მე დღეს ქალბატონ ელისო ჩაფიძის მხარდასაჭერად ჩამოვედი და იმედი მაქვს, ის ამ რაიონში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვებს“, - განაცხადა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი კანდიდატი ელისო ჩაფიძე humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს: „მიხარია, ჩემი ღია შეხვედრები ამომრჩევლებთან კახი კალაძესთან ერთად რომ დაიწყო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა კანდიდატებიც ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ უახლოეს დღეებში ტყიბულს შესაძლოა, ბატონი ბიძინაც ესტუმროს“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კალაძემ ამომრჩევლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
მარი ტაბიძე, ტყიბული
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

