კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნებიდან“ საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას არ აცნობს

14 აგვისტო, 2012
 
„კონსერვატიული პარტიიდან“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“ გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრები  აცხადებენ, რომ კომისიის თავმჯდომარე ნატო ბეგაშვილი მათ მუშაობის საშუალებას პოლიტიკური ნიშნით არ აძლევს. ორივე პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაშია“ გაერთიანებული.

საოლქო–საარჩევნო კომისიის მხოლოდ ამ ორ წევრს ოფისში არ აქვს სამუშაო მაგიდა, ასევე კომისიის თავმჯდომარემ უარი უთხრათ გაეცნონ საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა განცხადებებს.

საარჩევნო კოდექსის 25–ე მუხლის თანახმად, საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრებმა 16 აგვისტომდე უნდა აირჩიონ საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრები.

„არ მეძლევა სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება, რაც გამოიხატება იმაში, რომ 16 აგვისტომდე ჩვენ უნდა დავასრულოთ საუბნო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრების დანიშვნა. როგორც დღეს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განგვიცხადა, ინფორმაციას გაგვაცნობს მხოლოდ ნაწილობრივ, სხდომაზე, საკონტაქტო ტელეფონების გარდა, რადგან ამით თურმე ირღვევა მათი უფლებები. მათ საკონტაქტო ინფორმაციას მათი წერილობითი თანხმობის გარეშე ვერ მოგცემთო, ეს იყო მისი დასაბუთება. ავტობიოგრაფიებს ნახავთ, მაგრამ ტელეფონის ნომრებს ვერ გადმოიწერთო. სხდომამდე ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ვირჩევთ კომისიის წევრად?“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბექა მაისურაძემ, გურჯაანის მე–12 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „კონსერვატიული პარტიიდან“.

გურჯაანის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, კომისიის წევრებს შეუძლიათ დარბაზში იმუშაონ. რაც შეეხება საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა განცხადებებს, ბეგაშვილის თქმით, განცხადებები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და მისი გაცნობის უფლება უშუალოდ იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისაც ეს ესება, კომისიის წევრებს არ აქვთ.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები