04:31, Thursday, 20.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიგა ბუკიას ქონება აუქციონზე გაყიდეს

14.08.2012

 
ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ ყველა პარტიას ერთნაირი საარჩევნო პირობები ექნებოდა, კოალიცია “ქართული ოცნების”  წევრებსა და მომხრეებზე ზემოქმედება გრძელდება. 

ხობის  მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა: „სამი თვის წინ 35 ათასი ლარი კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე ჩავრიცხე, რათა კოალიციის ხარჯებს მოხმარებოდა. კონტროლის პალატამ მოწმის სტატუსით დამიბარა და განმარტება მომთხოვა, საიდან მოვიტანე აღნიშნული თანხა. სიტყვიერად ავუხსენი, რომ მაქვს საკრედიტო ხაზი გახსნილი საქართველოს ბანკთან, საიდანაც პირდაპირ გადავრიცხე ეს თანხა. თუ დაინტერესდებოდნენ თანხის წარმომავლობით, მზად ვიყავი, ჩემი ქონების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმედგინა. მაგრამ მას შემდეგ კონტროლის პალატაში არ დავუბარებივარ  და პირდაპირ  სასამართლოდან მივიღე უწყება კონტროლის პალატიდან შესული საჩივრის შესახებ, თითქოს მე არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია და გაურკვეველია, საიდან მოვიტანე ეს თანხა. სასამართლოზე წარვადგინე 200 000 ლარის თანხის ნოტარიუსით დადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ  მე და ჩემს ადვოკატს მოგვცა მხოლოდ  7 წუთი, არც არაფერი გვკითხეს, ისე გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და 167 000 ლარით დამაჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ - უშედეგოდ  და საბოლოო ჯამში ჯარიმამ 190 000 ლარი შეადგინა“.  

ისე, როგორც ბევრმა სხვამ, ბუკიამაც სამართალი საქართველოში ვერ მონახა და სარჩელი  სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. 

ვიდრე ბუკია სტრასბურგის განაჩენს ელოდება, სახელმწიფომ მისი ქონება დააყადაღა და ჩქარი ტემპით,  მისი სახლი აუქციონზე 313 740 ლარად გაყიდა. როგორც ბუკია ამბობს, ეს თანხა ბევრად აღემატება ჯარიმას და მოითხოვს, დარჩენილი 120 000 ლარი  კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადაირიცხოს. 

თავისი მდგომარეობის შესახებ გიგა ბუკიამ უკვე აცნობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ინგა გვასალია
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC