00:26, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლეონიდ თიბილოვი: „ქართული სოფლები, როგორც დასახლებული ტერიტორიები, აღარ იარსებებს“

16.08.2012
ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ  სოფლებში დარჩენილ სახლებს დაანგრევენ. სამხრეთ ოსეთის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა. აღნიშნული სოფლები ქართული მოსახლეობისგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიცალა.

როგორც თიბილოვმა განაცხადა, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე-ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს.

„ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული ადგილები, აღარ იარსებებს“, -აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.

ოსური მედიის ინფორმაციით, სულ საუბარია 8 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორისაა თამარაშენი, ქურთა, კეხვი, აჩაბეთი.

როგორც თიბილოვი აცხადებს, ჯერ სახლები აღებული ბოლომდე არ არის, თუმცა ისინი გეგმავენ, რომ „ის ტერიტორიები, სადაც სახლების ნანგრევებია, იურიდიულად გააფორმონ, რათა ხვალ და ზეგ ვინმეს ჩვენს მიმართ კითხვები არ გაუჩნდეს“.

„სამი-ოთხი წლის შემდეგ ამ ადგილებს ვერც კი იცნობთ. შედარებით დაუნგრეველი სახლები არის თამარაშენში (იქ უკვე აშენდა ახალი მიკრორაიონი „მოსკოვსკი“). კეხვის სამლოცველოს არ შევხებივართ, თუმცა სახლების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ქართულ სოფლებში სახლების დანგრევის თაობაზე დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი ოკუპაციის და ანექსიის მორიგ გამოვლინებად აფასებს.

„ეს არის კონკრეტული გამოვლინება ოკუპაციის და ანექსიის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა, „ეს არის ჰუმანიტარული ბოროტება“.

„ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი დასრულდება და დამნაშავეები პასუხს აგებენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ქართული მხარე დიპლომატიური გზებით გააგრძელებს ბრძოლას, რათა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC