კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელისო ჩაფიძე: „მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი“

16 აგვისტო, 2012

„მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი“, - ამის შესახებ ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ბინძური მეთოდებით დაიწყო. გასულ კვირას მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება... ხელთ მაქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ჩემი ლიკვიდაციის გეგმაზეა ლაპარაკი, ეს მასალა უკვე გადავეცით რამდენიმე საელჩოს. სწორედ თავდაცვისთვის გადავწყვიტე ინფორმაცია გამევრცელებინა. აგრეთვე მინდა განვაცხადო, რომ მტკიცებულებები ტყიბულში არ ინახება და საიმედო, დაცულ ადგილას არის“, - აცხადებს ჩაფიძე.

მისივე განმარტებით, ადგილობრივ კუდ-ის თანამშრომლებს მიღებული აქვთ დავალება, მოიპოვონ აუდიო და ფოტომასალა მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

„არსებობენ მოწმეები და მაქვს იმ თათბირის ჩანაწერი, რომელზეც ტყიბულის კუდ-ის უფროსი კობა შარვაძე თანამშრომლებს ავალებს, დეტალურად შეისწავლონ ჩემი გადაადგილების მარშრუტი, გაარკვიონ ჩემი ავტომობილის ტექნიკური მხარე, სად ვაყენებ ავტომობილს და რომელ მხარეს უფრო ხშირად ვჯდები მანქანის სალონში“, - ამტკიცებს დეპუტატობის კანდიდატი.

ელისო ჩაფიძე პრეზიდენტსა და ძმებ კუბლაშვილებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს „თმის ერთი ღერიც ჩამოუვარდებათ“, პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები