კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის პოლიციამ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

16 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბის იურიდიული სამსახურის საჩივრის საფუძველზე  ფოთის პოლიციის მთავარმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო. მოწმის სახით უკვე დაიკითხა „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული მოძრაობის 3 აქტივისტი - ანა გრიგოლია, ანა სურმავა და ომარ გუგუშვილი, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება მისცეს მიმდინარე წლის 3 აგვისტოს აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სააგიტაციო მასალის დარიგების პროცესში მოხდა. კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრებთან მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ირაკლი ნაჭყებია, რომელმაც „ქართული ოცნების“ გაზეთები გადახია და ერთ-ერთ აქტივისტ გოგონას, დანაშაულის პროვოცირების მიზნით, სახეში შეაყარა.

იმავე დღეს ავტომანქანიდან, უცენზურო სიტყვებით მიმართეს ახალგაზრდებს.
ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრ ირაკლი ნაჭყებიას მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას.

როგორც ისინი ამბობენ, შეუძლიათ იმ პირის ამოცნობა, რომელმაც მათ ავტომანქანიდან უცენზური სიტყვებით მიმართა.

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსის ლილი გელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება რეალურად დაადგენს ავტომანქანის მფლობელის ვინაობას, რომლის ფერი, მარკა და სახელმწიფო ნომერი ცნობილია, კოალიცია იტოვებს იმედს, რომ გამოძიება მეტ-ნაკლებად ობიექტური იქნება.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები