კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოცნების“ აქცია პრეზიდენტის ყვარლის სახლთან

16 აგვისტო, 2012

16 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის და ყვარლის ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტის ყვარლის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მილიონი ლარის მიზნობრივად გახარჯვა იყო. ასევე, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სტიქიით დაზარალებულებს შესაბამისად არ ეხმარებიან და ბევრი მათგანის სახლი კვლავ სახურავის გარეშეა.

პრეზიდენტის სახლის დაცვის წევრებმა ახალგაზრდები სახლთან ახლოს არ მიუშვეს. გარდა ამისა, რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობას ვიდეოკამერით იღებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა.

რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები