სახალხო დამცველის განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ
10.08.2012
2012 წლის 8 აგვისტოს ღამის საათებში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს ვიზიტი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში.
ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე იმ დროისთვის რიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული - რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული იმყოფებოდა ადგილზე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
იმავე ღამეს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტები რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში, რა დროსაც მოინახულეს ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული, გარდა იმ რამდენიმე მსჯავრდებულისა, რომელთაც სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის დროს ეძინათ.
არასრულწლოვანთა განცხადებით, 8 აგვისტოს ინციდენტი დაკავშირებული იყო გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დაწესდა ადმინისტრაციის მხრიდან. გარდა ამისა, მათი ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რაც ასევე, მათი გადმოცემით, გახშირებული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, არასრულწლოვნების განცხადებით, მათი ეტაპირება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში და რაიმე ინციდენტს გადაყვანის და სხვა დაწესებულებაში მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულების თქმით, არც N11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
N11 დაწესებულების ადმინისტრაციის გადმოცემით, არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე.
არასრულწლოვნებს ახალ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები. ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა. რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს N11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი.
წყარო: http://www.ombudsman.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

