კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგეობაში „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი თეა ალავერდაშვილი დაშავდა

17 აგვისტო, 2012
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი თეა ალავერდაშვილი დაშავდა. ჟურნალისტი ინციდენტის გადასაღებად გამგებლის მისაღებში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა კარი მოხურა და ჟურნალისტს მარჯვენა ხელის თითები კარებში მოატანა.

ტრავმის შედეგად ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ექიმის მითითებით მას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა. ჟურნალისტს ერთ–ერთი თითის ძვალი აქვს გაბზარული და სამი თითი დაჟეჟილი აქვს. ექიმმა – ტრავმატოლოგმა კონსულტაციის შედეგად მას შესაბამისი მედიკამენტები დაუნიშნა.

დღეს გურჯაანის გამგეობაში ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთ –ერთი დაზარალებული მოქალაქის საკითხის გარკვევა გამგებლის მოადგილესთან სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. გამგეობის თანამშრომლებმა შენობაში პოლიცია გამოიძახეს.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები