კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის დროს ხელი შეუშალეს

20 აგვისტო, 2012

18 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი ლანჩხუთის ორ სოფელს - შუხუთსა და ჩიბათს სტუმრობდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ამ შეხვედრების გადაღება ვერ შეძლეს.

„გურია ნიუსის“ ლანჩხუთის ბიუროს ხელმძღვანელი, ლალი იმედაიშვილი humanrights-თან საუბრისას ყვება: „შუხუთში პრეზიდენტი ხალხს საჯარო სკოლის ეზოში შეხვდა. მე ფოტოაპარატით ეზოში არ შემისვეს, მაგრამ ჩამწერით მოვახერხე შესვლა და პრეზიდენტის სიტყვებს ვიწერდი. ჩემი ოპერატორი, ნოდარ მინაძე კი პერიმეტრს მოშორებული, შუხუთის ადმინისტრაციული შენობის წინ იდგა და იღებდა. როგორც ნოდარმა მითხრა, მას გადაღებაში ხელი შეუშალეს“.

ნოდარ მინაძე: „ვიდექი შუხუთის ადმინისტრაციული შენობის წინ, შემაღლებულ ადგილას და ვიდეოს ვიღებდი. ამ დროს მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელით ვიღაც მამაკაცი და ფეხით ჩამომათრია მაღლიდან. მითხრა, რომ გადაღება მეკრძალებოდა. არ მივყვებოდი. შენ შენს „მატორზე“ ვერ ხარო და აპარატს მართმევდა. შემიყვანა სკოლის ეზოში, გამომართვა კამერა. ვთხოვე, არ წამართვა და წავშლი–მეთქი. მიყურა, როგორ ვშლიდი გადაღებულ მასალას. მერე თავი დამანება“.

Humanrights.ge-ს ინფორმაციით, „გურია ნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერი, ნათია ბანძელაძე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ჟურნალისტისთვის ხელი პრეზიდენტის პრესსამსახურს არ შეუშლია. თავად ლალი იმედიაშვილი კი ამბობს, რომ ასევე დაუკავშირდნენ პრეზიდენტის დაცვიდან და მახსოვრობის ბარათის აღდგენას დაპირდნენ.

Humanrights.ge რამდენიმე დღის წინ წერდა, როგორ შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „ინფო 9“–ის ლანჩხუთელ ოპერატორს. დავით ჩავლეიშვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მდივნის, ნატო ნუცუბიძის მეუღლე ზურაბ კვირკველია ხელითაც კი შეეხო, რის შედეგადაც ჩავლეიშვილმა ფიზიკური ტრავმა მიიღო. უახლესი ინფორმაციით, ამ ფაქტზე რეაგირება მოხდა და ზურაბ კვირკველიას 20-დღიანი ადმნისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები