კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კახი კალაძის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ

20 აგვისტო, 2012

17 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა  და „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი შეკამათება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

სოფელ გომში კახი კალაძის მხარდამჭერების წინააღმდეგ მობილიზებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად, გომის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ნიკოლეიშვილი იმყოფებოდა.  რომელიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.

კალაძის მხარდამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ამ ფაქტს სამტრედიის პოლიციის უფროსის მოადგილე ამინო ადამიაც შეესწრო, რომელიც ჩხუბს ავტომანქანიდან ადევნებდა თვალს. 

შეხვედრაზე მყოფი მადინა თავაძე აცხადებს, რომ არც ერთი „ნაციონალი“ აქტივისტი გომის მკვიდრი არ არის, ისინი შეხვედრაზე სპეციალურად ჰყავდათ მოყვანილი პროვოკაციის მოსაწყობად.

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები