კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

164 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს

20 აგვისტო, 2012

20 აგვისტოს ოზურგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგრელიძის, ჯოჯიაშვილისა და კალინინის ქუჩების მცხოვრებლები (სულ 164 ოჯახი) კომპენსაციას ითხოვდნენ.

მათი თქმით, სოფელ ბზვანში, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შპს „ბათუმი“ დაეპატრონა. 2002 წელს ეს მიწის ნაკვეთები მოქალაქეებს პრივატიზაციის შედეგად დაკანონებული ჰქონდათ. ნაკვეთებზე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და გლეხებს მათი გამოყენება უნდოდათ, მაგრამ მოულოდნელად გაიგეს, რომ ამ ნაკვეთებზე ახლა ვიღაცას მოცვის გაშენება უნდა.

შპს „ბათუმი“ ბზვანში 60 ჰა მიწის ფართობზე მართლაც აპირებს მოცვის გაშენებას. თუმცა, შპს არაფერს ამბობს კომპენსაციაზე, რომელსაც მიწის მესაკუთრეები ითხოვენ.

ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც თავად ამბობს, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით , მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის კორპორაციის მხარდაჭერით, 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. „პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის პირველადი წარმოების განვითარებას“, - ვებგვერდზე.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები