კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ბოლო პერიოდში გახშირებულ, ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმიანება

21 აგვისტო, 2012

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა.

ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები: აჭარა „უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან“, შეწყდეს „თურქული ექსპანსია“ რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა.

სამწუხაროდ, თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც. გამომსვლელები, საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე საუბრობდნენ.

ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ასევე ხშირად ჟღერს მედია სივრცეშიც. მედია რიგ შემთხვევაში გვევლინება მსგავსი განცხადებების გამტარად, ხოლო რიგ შემთხვევებში თავად წარმოადგენს ავტორს.

„ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა?“ „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“; „მხოლოდ თურქული დროშა“; „აჭარის აზიზიზაცია“. ამ და სხვა, მსგავსი სათაურებითაა მოწოდებული ტელე და ბეჭდვითი მედიის ზოგიერთი სიუჟეტი.

ზემოთაღნიშნული პროცესი  თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული.

ბოლო პერიოდში ბათუმში, შენობებზე გაჩნდა წარწერები: „ბათუმი თურქების გარეშე“, რაც სწორედ მსგავსი რიტორიკის გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ.

ინტენსიურმა ანტითურქულმა პროპაგანდამ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეთა და საზოგადოების განწყობის ცვლილება, სტერეოტიპებისა და უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. აღნიშნული ერთი მხრივ, ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებს მნიშვნელოვან დაბრკოლებას შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ ამან შესაძლოა რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს საქართველოში მცხოვრები და ჩვენს ქვეყანასთან ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებული თურქები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიის, სიძულვილის ენის გამოყენებისგან, რათა არ მოხდეს ეთნიკური ან/და რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება საზოგადოებაში.

განცხადების ორიგინალი

http://www.ombudsman.ge 

ახალი ამბები