კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ ჩერგოლეიშვილი „მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოში იჩივლებს

21 აგვისტო, 2012

ყოველკვირეული ჟურნალ „ტაბულას“  მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია „მაესტროს"  თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანას გეგმავს.

რედაქციის განცხადებით,  რომელიც ჟურნალის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საჩივარი ეხება გადაცემა “არგუმენტების” ანონსს, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემა „მაესტროს ეთერში“ და „დამახინჯებულად წარმოაჩენს“ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმულ აზრს ამავე გადაცემაში, რომელიც 2012 წლის 2 აპ-რილს გავიდა პირდაპირ ეთერში.

ტაბულას რედაქტორი “არგუმენტებში” აკრიტიკებს ირაკლი ალასანიას, რომელმაც, გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა, იმ მოტივით, რომ მოსახლეობა შეშინებულია და კვლევით ორგანიზაციებს სიმართლეს უმალავს.

რედაქციის განცხადებით,    გადაცემის ავტორებმა, ანონსისთვის ამოჭრეს მხოლოდ ერთი ფრაზა, ისე და იმგვარად,  თითქოს თამარ ჩერგოლეიშვილი აყენებს მოსახლეობას იმ შეურაცხყოფას, რის გამოც ის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს აკრიტიკებს.

ტაბულას რედაქტორი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით ტელეკომპანია „მაესტრო“ შეგნებულად აყენებს მის რეპუტაციას ზიანს და უხეშად არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, კერძოდ,  მე-14 მუხლის, მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით: „ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით, ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით“.

ტელეკომპანია „მაესტროს” დირექტქორმა  ილია კიკაბიძემ Media.Ge-სთან  საუბარში თავი შეიკავა „ტაბულას“  მთავარი რედაქტორის ბრალდების კომენტირებისგან   იმ მიზეზით, რომ ჩერგოლეიშვილს  ჯერ არ მიუმართავს ტელეკომპანიისთვის საჩივრით.

Media.ge

ახალი ამბები