კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს

21 აგვისტო, 2012

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს.

„უწყებათაშორისი კომისიისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული.

კომისიის აზრით, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენებას, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და  2 000 ლარის ოდენობით ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კანონდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს: „დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. პროაქტიულად მოახდინონ შემოწმება, აქვს თუ არა მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ასეთ ფაქტებს ადგილი და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონ მსგავსი პრაქტიკა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 13 აგვისტოს გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სოციალური სამსახურის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებია გაკრული.

16 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, რომ სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში კედლებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატებია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე,  ფანჯრებზეც არის გაკრული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები