კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამჯერ დაწუნებული „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ჯარში გაიწვიეს

21 აგვისტო, 2012

დუშეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მლეთის ზონის კოორდინატორი ზურა ბურდული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. როგორც 25 წლის ზურა ბურდულმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო აქამდე ჯარში არ წაიყვანეს. „ახლა თბილისში ვარ, წვევამდელთა გამანაწილებელ პუნქტში. დუშეთის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი ბესო უნდილაშვილი ექიმებს თავზე ადგას და ავალდებულებს, რომ ყველაფერზე დადებითი დაწერონ, რადგან ჯარში აუცილებლად უნდა წავიდე“, – აღნიშნა ზურა ბურდულმა.

მისივე თქმით, მას შეუძლია სამედიცინო კომისიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციაც წარუდგინოს, თუმცა ამისათვის დროს არ აძლევენ. „ბესო უნდილაშვილმა პირდაპირ მოსთხოვა კომისიას, ეს უნდა გავგზავნოთო. არადა, აქამდე უკვე 3–ჯერ ვარ დაწუნებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯარში იმიტომ მიწვევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩამომაცილონ. აქამდეც არაერთხელ ჰქონდათ კოალიციდან ჩემი ჩამოცილების მცდელობა, მაგრამ ვერ მოახერხეს“, – განუცხადა ზურა ბურდულმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსს ბესო უნდილაშვილს ვერ დაუკავშირდა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
 
წვევამდელთა გამანაწილებელი პუნქტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ინფორმაციას მოიძიებს და კომენტარს ერთ საათში გააკეთებს.
 
შეგახსენებთ, ზურა ბურდულს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო პრობლემები აქამდეც არაერთხელ შეექმნა. 1 ივლისს მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობის გამო ის და მისი მეგობრები პოლიციაში დაიბარეს. ამასთან, ზურა ბურდული მლეთის ზონაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალისტებთან.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები