კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია აცხადებს, რომ ლანჩხუთში პატიმრებს „ნაციონალების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ ათავისუფლებენ

21 აგვისტო, 2012

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პატიმრების ოჯახებს საპარლამენტო არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ოჯახის დაპატიმრებული წევრების გათავისუფლებას პირდებიან. ამის შესახებ Humanrights.ge–ს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა ვახტანგ ზენაიშვილმა განუცხადა.

ნუგზარ ღლონტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა, რომლის ძმისშვილი დაჭერილია. ჩვენ დავინტერესდით, შეეხება თუ არა ამ პატიმარს უახლოეს ხანებში შეღავათი და ამის სანაცვლოდ ოჯახის წევრებს თუ დაეკისრება ვალდებულება, არჩევნების დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა.

ნუგზარ ღლონტი: „ჩემი ძმისშვილის გათავისუფლებისათვის ჩემი რძალი რამდენი ხანია, იბრძვის. სად არ იყო და ვისთან არ მივიდა. ცდილობს, ამინისტია შეეხოს, ვინ არ შეაწუხა. თუ გაათავისუფლებენ, რა თქმა უნდა მომხრე ვიქნები“.

– და ეს ხმების სანაცვლოდ არ ხდება?

– არა, არა, რა ხმების სანაცვლოდ?!..

– რამდენი წელი ჰქონდა მისჯილი?

– რვა წელი ჰქონდა და ოთხი დარჩა... თან მძიმედაა ავად.

შოთა ჩაგუნავა ლანჩხუთის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსია. მისი მამა, ამირან ჩაგუნავა ნიგოითის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული იყო, როცა ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე დააკავეს. ამ საქმეზე დაკავებულებს ბრალი ედებოდათ ხე-ტყის მასალის წარმოშობის შესახებ არაერთგზის ყალბი ცნობების დამზადებაში. მათ მიერ აღებული ქრთამის რაოდენობა ყალბ ცნობაში მითითებული ხე-ტყის ოდენობაზე იყო დამოკიდებული. ამირან ჩაგუნავას ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ამჟამად ამირან ჩაგუნავა თავისუფალია. ჩვენს კითხვაზე, ნამდვილად „ნაციონალების“ სასარგებლოდ ხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს თუ არა ამირან ჩაგუნავა, მისი შვილი, შოთა ჩაგუნავა გვპასუხობს: „აბსოლუტური სისულელეა, რასაც ამბობენ. მისჯილი ჰქონდა ექვსი წელი და დარჩენილი ჰქონდა სამ წელზე ცოტა მეტი. რაც შეეხება ხმებს, ტყუილია“.

ასევე საუბარია, რომ რამდენიმე პრობაციონერს მოეხსნება პირობითი სასჯელი, თუკი მათი ოჯახის წევრები „ნაციონალების“ სამსახურში ჩადგებიან. სოფელ გვიმბალაურში ცხოვრობს ნაციონალების მხარდამჭერი გოგონა, რომლის მამა წლების წინათ სწორედ არსებულმა ხელისუფლებამ დაიჭირა და ციხეში უყურადღებობის შედეგად გარდაიცვალა. ამ ქალიშვილის ძმა პრობაციონერია და დედას ახლა მის გათავისუფლებას პირდებიან, თუ ოჯახი არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები