კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებელი 1000 ლარით დააჯარიმეს

22 აგვისტო, 2012

სოფლის გამგეობის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალების არაკანონიერად განთავსების გამო, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, სოფელ ჩალაუბნის გამგებელი ვალერი ბარნაბიშვილი 1000 ლარით დაჯარიმეს.

„მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია კახეთში, სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში, კედლებზე განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით.

17 აგვისტოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია რეაგირებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ჩალაუბნის რწმუნებულთან დაკავშირებული კანონდარღვევის ფაქტი; შესაბამისად, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა და მასალები გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია ცესკო–ს განცხადებაში.

მანამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კიდევ ერთ ფაქტზე გაავრცელა ინფორმაცია. 13 აგვისტოს http://www.ick.ge–ზე/ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ასახავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სოციალური სამსახურის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებია გაკრული. ამ ფაქტზე ცესკოს რეაგირება არ მოუხდენია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები