კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლელა რაზიკაშვილი: „ვაჟაობა მეორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნა“

22 აგვისტო, 2012

დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმში ვაჟაობა წელს მეორედ, 25 აგვისტოს გაიმართება. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ქავთარაძემ განუცხადა, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა დუშეთის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

„14 ივლისს რა ჩატარდა, მე ვერ გეტყვით. საერთოდ აგვისტოში იმართება ხოლმე და დღესასწაულის ორგანიზატორი ყოველთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. წელსაც 25 აგვისტოს არის. ჯერ კიდევ იანვარში იყო გაწერილი გრაფიკში, რომ ვაჟაობა აგვისტოში გაიმართებოდა. დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებებისგან შედგება. მოეწყობა გამოფენები, იქნება დოღიც“, – აღნიშნა მაია ქავთარაძემ.
 
შეგახსენებთ, ჩარგალში ვაჟაობა წელს ერთხელ, 14 ივლისს უკვე აღნიშნეს. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
 
ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმის ყოფილი დირექტორის ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ის თანამდებობიდან სწორედ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ 14 ივლისს, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლა. „25 აგვისტოს ვაჟაობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნა“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.
 
დუშეთის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია ქავთარაძე ვერ აკონკრეტებს, 25 აგვისტოს დაგეგმილ ვაჟაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების გარდა შეძლებენ თუ არა დასწრებას სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
 
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში, დიდგორობაზე, ბეშუმობაზე და ბახმაროში გამართულ დოღზე სამართალდამცავებმა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები დაუშვეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები