კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეტერანმა „ნაციონალმა“ პარტიის მანდატი საჯაროდ დახია

22 აგვისტო, 2012

21 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირის მცხოვრებმა 70 წლის რევაზ მაჩიტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი სახალხოდ დახია. იგი 2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი იყო და პარტიის განსაკუთრებული დამსახურებების მანდატს ამავე წლიდან ატარებდა. მაჩიტიძე სოფელ სვირის დეპუტატიც იყო.

რევაზ მაჩიტაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა: „ადგილობრივ ხელისუფებას სოფლის პრობლემების მოგვარებისთვის რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ დახმარება ვერასდროს ვერ მივიგეთ. ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლება კაბინეტებიდან ტკბილი სიტყვით გვიშვებდა, ხოლო დანაპირებს რეალურად არ ასრულებდა. მე მინდა, ჩემს თანასოფლელებს ბოდიში მოვუხადო და პატიება ვთხოვო იმ ტყუილი დაპირებებისთვის, რომლებიც ამ ხელისუფლებამ მათთან მათქმევინა. მოვუწოდებ ხალხს, რომ გონს მოვიდეს და აღარ იწამოს ის, რაც აქამდე გვწამდა და გვჯეროდა. ამ მანდატის საჯარო დახევით მე პარტიას ვემშვიდობები“.

სოფელ სვირის ყოფილმა დეპუტატმა პარტიის მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის ოფისის წინ საჯაროდ დახია.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები