კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სამეგრელოში შხამ-ქიმიკატებით შეასხურეს

22 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია ნაჭყებიას სოფელ ჯგალის მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.

სოფლის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად შეკრებილ ხალხს ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ხსნარის შესასხურებელი მანქანით დაერივნენ.

როგორც „ივერონს“ თვითმხილველებმა შეატყობინეს, ტერიტორიაზე შემოსულმა მანქანამ მომწამვლელი შხამ-ქიმიკატი პირდაპირ ადამიანების მიმართულებით გააფრქვია. სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ მანქანაში მძღოლი და სოფლის რწმუნებული იმყოფებოდნენ. ამ ფაქტმა ხალხის აღშფოთება გამოიწვია.

ქიმიური ნივთიერების შესხურების შედეგად 5 ადამიანი მოიწამლა. მათ თავის მწვავე ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და ორიენტაციის დაკარგვა აღენიშნებათ.

„ივერონი“ გია ნაჭყებიას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციაა და მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

„სოფელში შესვლისთანავე ეს მანქანა აგვედევნა და შეკრების ადგილთან შორიახლოს გაჩერდა. როდესაც ხალხი მოგროვდა და საუბარი დავიწყეთ, ჩვენსკენ წამოვიდა. კი მივხვდით, რასაც აპირებდა, მაგრამ ისე სწრაფად მოგვიახლოვდა, ვერაფერი მოვიმოქმედეთ. ირგვლივ თეთრი ნისლი დადგა და ხილვადობა გაძნელდა. ადგილობრივებმა მანქანაში სოფლის რწმუნებული ამოიცნეს. მე ახლა წამოვედი ჯგალიდან და ვაპირებ ეს ამბავი თბილისში კოალიციას შევატყობინო. არსებობს ადგილზე გადაღებული ვიდეომასალაც“, - განუცხადა „ივერონს“ გია ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა სტადიონზე იმართებოდა, სადაც მცენარეთა შეწამვლის აუცილებლობა არ არსებობს. შხამ-ქიმიკატები კი მისი გასაფრქვევი აპარატურითურთ, მუნიციპალიტეტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაეცა თეთრი პეპლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობის განსახორციელებლად. პროცესის საკოორდინაციოდ კი სპეციალური შტაბი ფოთში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ გახსნა. ამ საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა ის გახლდათ, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთათვის შხამ-ქიმიკატების გამოყენების წესები კარგად აეხსნათ.

ინციდენტის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა ტელეკომპანია „მაესტრომ“

საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“

ახალი ამბები