კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა რურუა რიკარდო მილიორის გამონათქვამს სისულელეს უწოდებს

23 აგვისტო, 2012

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა სისულელეს უწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამს, სადაც მან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი ლენინზმს შეადარა.

„გამოთქმა აბსულუტურად უადგილოდ მიმაჩნია! ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, ეს არის სრული სისულელე! მისი გამომთქმელის მოტივაციას დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ლენინზმი ან კარგად არ იცის რა არის, იმიტომ, რომ ამისი ისტორიული ფაქტები არსებობს. ლენინზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრების უნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსულუტურად არყოფნას, პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას. მას თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს პოსტზე“, - განაცხადა რურუამ.

მისივე თქმით, მტრებში არასოდეს იგულისხმება ხოლმე საქართველოს მოქალაქეები, იგულისხმება მტრულად განწყობილი ქვეყანა, რუსეთის იმპერია, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს სრულყოფილი იმპერია და შეიძინოს კვლავ დაკარგული კოლონიები.

„და ასეთი იყო საქართველო 270 წელი. რუსეთი აქ თავისი მარიონეტების დახმარებით ცდილობს აღადგინოს კონტროლი“, - აღნიშნა რურუამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა 22 აგვისტოს, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება ლენინიზმს შეადარა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები