კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყრილობისთვის ხალხის მობილიზება დაიწყო

31 აგვისტო, 2012
ქუთაისელი „ნაციონალები“ 8 სექტემბრისთვის ემზადებიან. სწორედ ამ დღისთვის გადაიდო 1 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილი პარტიული ყრილობა. ყრილობის გადადების მიზეზი დაღესტნის მხარეს, რუსეთ-საქართველოს საზღვართან განხორციელებული სპეცოპერაციაა, რა დროსაც ქართველი ძალოვანები დაიღუპნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო დედაქალაქში დაგეგმილი „ნაცმოძრაობის“ ყრილობისთვის პარტიის აქტივისტებს უკვე დაევალათ ხალხის მობილიზება. ყრილობაზე დასწრება და ხალხის მიყვანა, აგრეთვე, დაევალათ საჯარო მოხელეებს. 

„1 სექტემბრის სამზადისი დღითიდღე აქტიურ ფაზაში შედის. შესაბამისად, ადგილი აქვს უამრავ დარღვევას და საშინელ ფაქტს. უკვე დავალებები მიიღეს საჯარო მოხელეებმა და პარტიის კოორდინატორებმა. აგრეთვე, პოლიციელებმაც. მათ ყრილობაზე არა მხოლოდ ხალხის მიყვანა, არამედ მიყვანილი პირების  სიებთან ერთად, მათი პირადი ნომრებისა და ფოტოსურათების წარდგენაც ევალებათ. ეს ადამიანები მუშაობას უკვე შეუდგნენ და ხალხი რომ მოკრიბონ, ყველაფერზე მიდიან. ამისათვის, რა თქმა უნდა, გასამრჯელოსაც იღებენ. ავანსის სახით უკვე აიღეს გარკვეული თანხა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყრილობაზე ხელისუფლება ხალხის ჩამოყვანას რაიონებიდანაც გეგმავს“, - ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. 

რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანის დავალებას არც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული აქტივისტები უარყოფენ. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. „მხოლოდ ის ვიცით, რომ გამოიყოფა ავტობუსები და ხალხის ჩამოყვანა უფასო იქნება“, - აცხადებენ ისინი humanrights.ge-სთან საუბარში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 8 სექტემბერს ქუთაისის ახლადრეაბილიტირებულ ცენტრალურ მოედანზე იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.  გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის მაჟორიტარების წარდგენა სწორედ ყრილობაზე მოხდება. 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები