კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები სამეგრელოს ქალაქებში

4 სექტემბერი, 2012

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქებში ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. ესენი არიან: ფოთში - ბიზნესმენი თენგიზ სარიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტში აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტში კი ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე - დავით დარცმელიძე. 

თენგიზ  სარიშვილი  წლების განმავლობაში ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული.  ბოლო წლებში ეს ბიზნესი  გააფართოვა და ამჯერად კომპანიების: „ბლექსის“, „სათნოსა“ და „ცქრაფის“ დამფუძნებელი და დირექტორია. 2012 წლიდან სათამაშო ბიზნესითაც დაინტერესდა. 2010 წლიდან თენგიზ სარიშვილი ფოთის საკრებულოს წევრია. იგი აუდიტის სამსახურმა ერთ-ერთი ფოთელი მოქალაქისთვის სატელიტური ანტენის ჩუქებისთვის სამართალადამრღვევად სცნო და თბილისის საქალაქო სასამართლომ ამისათვის დააჯარიმა კიდეც.

რაც შეეხება სენაკის კანდიდატს - გურამ მისაბიშვილს, იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატია.  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად გასული წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა.

აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარცმელიძე გასული წლის დეკემბერს დაინიშნა გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი გახლდათ. უფრო ადრე კი კონსტიტუციური  უსაფრთხოების ადგილობრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები